პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა, - ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "ფორმულას" განუცხადა.
როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, ორსულს განმეორებითი ტესტი ხვალ ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ქალი განკურნებულად ჩაითვლება და სამედიცინო დაწესებულების დატოვების საშუალება ექნება. ამ შემთხვევაში ის თვითიზოლაციაში გადავა და ის რიგით 55-ე გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 234 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 54 ადამიანი უკვე განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.